Friday, July 5, 2019

გარე დაკვირვების გეგმები


                                                                                                                    გეგმა N  1
მასწავლებლის სახელი, გვარი  :   მარინე კარელიძე
საგანი :  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი  საფეხური
მოსწავლეთა  რაოდენობა: 25 . კლასში არის ერთი სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა : „ ლომი და თაგვი“-იგავ-არაკი. ავტორი ეზოპე(ი.გოგებაშვილის მიხედვით)

გაკვეთილის მიზანი :
Ø  შეძლოს  ილუსტრაციის მიხედვით  ვარაუდების გამოთქმა მოსასმენი ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით.
Ø   შეძლოს ტექსტის მოსმენა და გაგება.კითხვებზე პასუხის გაცემა.
Ø           შეძლოს ვერბალური და არავერბალური ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება.
Ø          თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
სსსმ მოსწავლეს  აქვს ზრდის შეფერხება,უმძიმესი ხარისხის სმენაჩლუნგობა,აქედან გამოწვეული მეტყველების შეფერხება.უჭირს სიტყვების სრულყოფილად წარმოთქმა.შეუძლია მარტივი ტექსტის  მოსმენა,კითხვა და მარტივ კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა.მოქმედი პირების დასახელება და საკუთარი აზრის გადმოცემა მოკლე წინადადებით.წერს ყველა ასოს სწორად.შეუძლია  დაფიდან ან წიგნიდან გადაწერა.ვერ წერს დამოუკიდებლად. ალაგებს ილუსტრაციებს სწორი თანამიმდევრობით, შინაარსის მიხედვით.
სსსმ მოსწავლისთვის გაკვეთილის  მიზანი
Ø  შეძლოს ტექსტის მოსმენა,გაგება
Ø  დაასახელოს  მოქმედ პირები
Ø   შეძლოს  მარტივივ კითხვებზე პასუხის მოკლედ გაცემა.
Ø   შეძლოს ილუსტრაციის თანამიმდევრობით დალაგება.


გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან :

გაკვეთილის მიზნები პირდაპირ კავშირშია ქართული ენის მე-2 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ მისაღწევ შედეგებთან:
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø  ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
მონაწილეობს ინტერაქციაში ნაცნობ თემატიკაზე;
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø  საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ნაცნობი ტექსტის ეპიზოდის შინაარსს (ილუსტრაციების, სხვა საყრდენების გამოყენებით);
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø  ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს და იგებს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ტექსტებს;
სსსმ მოსწავლისთვის
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
Ø  ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას ნაცნობ თემაზე;
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
Ø  სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრებადა გადმოცემა.
Ø  ილუსტრაციებს უკავშირებს მოსმენილ ტექსტს და განალაგებს მათ მოქმედებათა თანამიმდევრობის მიხედვით

აგაკვეთილო თემა მიჰყვება სკოლის მიერ შერჩეულ მე-2 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმღვანელოში წარმოდგენილ თემატიკას ( მაინც რა არის სიკეთე).ჩემი გაკვეთილის გეგმის  ერთ-ერთი მიზანია ვარაუდების გამოთქმა ტექსტთან დაკავშირებით.იმის გამო, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას სახელმძღვანელოში არსებული ტექსტები წინსწრებით აქვთ წაკითხული,ვფიქრობ,  ამგვარი  აქტივობის განხორციელება მიზნობრიობას მოკლებულია,ამიტომ სახელმძღვანელოში არსებული ტექსტი ჩავანაცვლე   სხვა ტექსტით, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით.
 შეთავაზებულ ტექსტ  შინაარსობრივად შეესაბამება თემატიკას.
გაკვეთილის გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტიულ   მოდელზეა აგებული და ძირითადად,
 მხატვრული ტექსტის მოსმენის, ვარაუდების გამოთქმის,გაგების   უნარების  განვითარებაზეა  ორიენტირებული.  
   ნიმუშები მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან: კერძოდ,იგავ-არაკები, ამ აკლასის სასწავლო თემატიკითაა განსაზღვრული.


აქტივობის მიზანი და  აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან
დრო
(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების  მოგვარების შემდეგ შევახსენებ გაკვეთილის თემას .შემდეგ კი ვაცნობ  მიზანს   ასევე  ვერბალურად ვაცნობ შეფასების კრიტერიუმებს . ვუთითებ თუ სად  არის ის  გამოკრული .
გაკვეთილს ვიწყებ შესრულებული  საშინაო დავალების  განხილვით
შემამზადებელი აქტივობა
საერთო საკლასო
დაფაზე გამოკრული გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები.
არათები საგაკვეთილო აქტივობების სათაურებით მოსწავლეებს დაეხმარება გაეცნონ ამ აქტივობებს, ორგანიზებულად იმუშაონ გაკვეთილზე, ჰქონდეთ გაკვეთილის მაღალი  მოლოდინები.
მათი წინასწარი ცოდნა მოსწავლეებისათვის  სავალდებულოა. ისინი იგებენ, რა მოეთხოვებათ და ცდილობენ მაქსიმუმის მიღწევას.

2
2
წერითი დავალების განხილვა.
მიზანი: საშინაო დავალების ანალიზი,
წინარე ცოდნის შეფასება
მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს „კომიქსს“ 2 მოსწავლე აკეთებს საშინაო დავალების პრეზენტაციას.დარჩენილ ნამუშევრებს შევაგროვებ, ვაკრავ დაფაზე. მოსწავლეებს მივმართავ, რომ მათი ნამუშევრები მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება დაფაზე, დასვენებების დროს შეუძლიათ გასეირნება „გალერეაში“ და ნაშრომების დათვალიერება.
სსსმ მოსწავლე წარადგენ მოქმედი პერსონაჟის  ილუსტრაციას.
   შეფასება:  ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.   მოსწავლეები ახდენენ ურთიერთშეფასებას თითის ნიშნებით.
გასეირნება გალერეაში

წაკითხვა
ურთიერთშეფასება
საერთო საკლასო

მოსწავლეთა მიერ თაბახის ფურცელზე შექმნილი კომიქსები .
ამოსაძახებელი ჩხირები.
იგი გამოიყენება მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობისა დაყურადღების
კონცენტრირებისათვის.
3
3
შესამზადებელი აქტივობა-
მიზანი:  მოტივაციის ამაღლება.ინტერესის გაღვივება ახალი ნაწარმოების მიმართ.
ვსვამ კითხვას : შესწავლილი მოთხრობის ავტორის აზრით რა არის სიკეთე?
სავარაუდო პასუხი: სიკეთეა მეგობრობა. გაჭირვებაში ჩავარდნილი მეგობრის  დახმარება . ვეკითხები: თქვენი აზრით კიდევ რა შეიძლება ჩაითვალოს სიკეთედ?
გამოთქვამენ საკუთარ აზრს. შემდეგ ვთხოვ,მოუსმინონ ყურადღებით ახალი ნაწარმოების ტექსტს  და ბოლოს ამოიცნონ  ავტორის აზრით   რა შეიძლება ჩაითვალოს   სიკეთედ.
ვესაუბრები იგავ-არაკის რაობის და შესასწავლი იგავის  ავტორის  შესახებ.
ინტერაქტიული მეთოდი
კითხვა-პასუხი


3
4
აქტივობა იდუმალი ყუთი
მიზანი ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა
დაფაზე გაკრულია ლომის და თაგვის სურათები.დაფარულია ისინი ფორმატის ქაღალდით.ვეუბნები მოსწავლეებს ,რომ აქ ცხოველების ფოტოებია,რომელიც უნდა ამოიცნონ.
შემომაქვს ლამაზი  ყუთი,რომელშის აწყვია სიტყვებიანი ბარათები. გამომყავს რამდენიმე მოსწავლე ,რომელებიც ამოიღებენ და ხმამაღლა წაიკითხავენ მათ (ეს სიტყვებია: მიცუცუნდა ,გადაღრღნა,დაიღრიალა).განმარტავენ მათ მნიშვნელობას,იმსჯელებენ რომელ ცხოველს ახასიათებს  ეს.
ვახმოვანებ ჩემს ფიქრებს :ნეტავ რომელი ცხოველის ფოტოები   უნდა იყოს ? გამოთქვამენ ვარაუდს და შემდეგ ამოაბრუნებენ სურათებს  შესაბამის სიტყვებს დააწებებენ  ,კიდევ წაიკითხავენ,
ვუჩვენებ  მოთხრობის ილუსტრაციას .გამოთქვამენ ვარაუდს რაზე შეიძლება იყოს ნაწარმოები.

იდუმალი ყუთი
სიტყვების ბარათები
სიტყვების კედელი
საერთო საკლასო


ლომის და თაგვის ილუსტრაცია.

ფერადი ყუთი,რომელშიც მოთავსებულია სიტყვების ბარათები.

აღვიძებს  ინტერესს შესასწავლი ტექსტის მიმართ.
3
5
ტექსტის ორიენტირებული მოსმენა .
მასწავლებლის მიერ წაკითხული ტექსტის მოსმენა.
§  პროექტორით ვუჩვენებ ანიმაციურ ფილმს „ლომი და თაგვი“ და თან ვუკითხავ პაუზებით ტექსტს.


მიზანი: მოსწავლეები მოისმენენ და გაეცნობიან  ტექსტს.
ტექსტის სწორი, რიტმულ-ინტონაციური კითხვის მოდელირება.
  ვარაუდებს გამოთქვამენ. ,ვარაუდების სქემის შევსება მასწავლებლის მიერ.
სქემის შევსების მოდელირება.
ტექსტი;
ლომს ტყეში ეძინა. თაგვმა ტანზე გადაურბინა. ლომმა გამოიღვიძა და დაიჭირა თაგვი. თაგვმა უთხრა: - გამიშვი და გაჭირვებაში დაგეხმარებით. ლომმა გულიანად გაიცინა და...
ბავშვებს ვთხოვ, მოკლედ გადმოსცენ, რა მოხდა სინამდვილეში და გამოთქვან ვარაუდი თუ  რას იზამს ლომი? რატომ ვარაუდობენ ასე?
ვახმოვანებ ჩემს ფიქრებსაც.
სსსმ მოსწავლეს ვეკითხები რას იზამს ლომი?მპასუხობს ერთი სიტყვით. ვაფიქსირებ სქემაში მის ნააზრევს.
ტექსტის კითხვა მეორე პაუზამდე:
ლომმა გულიანად გაიცინა და გაუშვა თაგვი. გავიდა ხანი. მონადირეებმა ლომი დაიჭირეს და თოკით ხეზე მიაბეს: უნდოდათ, მერე მისულიყვნენ და ცოცხალი წაეყვანათ. მონადირეები რომ წავიდნენ, ლომმა საშინელი ღრიალი მორთო. თაგვს შემოესმა ლომის ხმა,...
ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გვიზიარებს თავის ფიქრებს ტექსტთან დაკავშირებით, საუბრობს ემოციებზე, შთაბეჭდილებებზე, გამოთქმულ ვარაუდებსა და რეალურად მომხდარზე.
ვეკითხები : როგორ გაგარძელდება იგავი?რა მინიშნებაა საამისოდ? ვავსებ სქემის შესაბამის გრაფას.
ტექსტის კითხვა მესამე პაუზამდე (ბოლომდე)
... მიცუცუნდა, გადაღრღნა თოკი, გაათავისუფლა ლომი და უთხრა: - გახსოვს, რომ დამცინე? ახლა ხომ ხედავ, რომ პატარა თაგვსაც შესძლებია დახმარება დიდი და ძლიერი ლომისაო.
ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ მოსწავლე გვიზიარებს თავის ფიქრებს ტექსტთან დაკავშირებით, საუბრობს ემოციებზე, შთაბეჭდილებებზე, რამდენად დაემთხვა მათი ნაფიქრი ტექსტს.
მასწავლებელი აკეთებს  სქემის შევსების მოდელირებას და მოსწავლეთა ნააზრევი გადააქვს სქემაში.
 მასწავლებელი ავსებს სქემის  ოლო სვეტი: რა მოხდა სინამდვილეში?


ტექსტის მოსმენა
მასწავლებლის საჩვენებელი კითხვა
ხმამაღლა ფიქრით.

მოსწავლის მიერ
(ვარაუდების გამოთქმა, შეკითხვების დასმა, ავშირების დამყარება, , საკუთარი დამოკიდებულე ბის გამოხატვა,)

 საერთო საკლასო
§  პროექტორით ვუჩვენებ
§  ელექტრონული რესურსი ანიმაციურ ფილმი „ლომი და თაგვი“
§   არისმატებითი თვალსაჩინოება;
§  სასწავლო პროცესი საინტერესოა და სახალისო;
§  სასწავლო პროცესში იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;
§  იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.


ფორმატის ქაღალდზე დახაზული ვარაუდების სქემა (იხ დანართი3)  და გაკრულია დაფაზე.ამ აქტივობით
აქტიურდება წინარე ცოდნა,უვითარდებათ არგუმენტირებული მსჯელობის,მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი.
15
6
 ილუსტრაციების და წინადადებების თანამიმდევრობით დალაგება
მიზანი: ტექსტის კონსტრუირება
ურიგდებათ დაჭრილი წინადადებები  და ილუსტრაციები . ვთხოვ  შეუსაბამონ  ერთმანეთს და დაალაგონ თანმიმდევრობით.
ვუთითებ დროს.
დანართი4
აკეთებენ პრეზენტაციას.
წყვილები აფასებენ ერთმანეთს და ისმენენ მასწავლებლის შეფასებას. შეფასების რუბრიკის მიხედვით.( დანართი2)
 წყვილების ნამუშევარს მასწავლებელი მოგვიანებით აკრეფს და შეაფასებს.სსსმ მოსწავლე მუშაობს წყვილში თანამიმდევრობით ალაგებს ილუსტრაციებს (დანართი4)
აქტივობა თავიდან -მერე-ბოლოს.

წყვილში
ილუსტრაციები და  ტექსტის მიხედვით შედგენილი  წინადადებები.
თაბახის ფურცლები  მათ დასაწებებლად.

10
7
შეჯამება
მიზანი:  გაკვეთილის  რეფლექსია
უპასუხებენ კითხვებს
რის შესახებ მოვისმინე ?
რა ვიგრძენი?
 სსსმ მოსწავლე გასცემს პასუხს კითხვაზე
კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო
ეს აქტივობა შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს შეამოწმოს რამდენად ეფექტურად აითვისეს გაკვეთილზე მოსმენილი ტექსტი.

2
8
დავალება
დახატონ ეპიზოდი ,რომელის ყველაზე მეტად შთამბეჭდავია და  მოკლედ დაწერონ ამ ეპიზოდის შინაარსი.
Ø  მიზანი:
შექმნს წაკითხული / მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატ
 შეძლოს დაწეროს აკურატულად, დაიცვას ტექსტის გრაფიკული სტრუქტურა;

სსსმ მოსწავლე დახატავს ილუსტრაციას  და გადმოწერს სათაურს .

ინსტრუქციის გააზრება
საერთო საკალსო

2
 გაკვეთილის ბოლოს  მისაღწევი შედეგები
Ø  გამოთქვამს  ილუსტრაციის მიხედვით  ვარაუდებს  მოსასმენი ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით.
Ø   შეუძლია ტექსტის მოსმენა და გაგება.კითხვებზე პასუხის გაცემა.
Ø   შეძლო  ილუსტრაციების თანამიმდევრობით დალაგება და შეუსაბამა მას წინადადებები .
სსსმ მოსწავლე  მოისმენს ტექსტს, დაასახელებს პერსონაჟებს. დაალაგებს ილუსტრაციებს თანმიმდევრობით.იმუშავებს წყვილში.

გაკვეთილზე გამოიყენება განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტუმენტები.
საშინაო დავალების შემოწმებით შევაფასებ, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს პერსონაჟის დახასიათება ტექსტიდან დასაბუთებით.
ტექსტის მოსმენის  დროს დავუკვირდები მოსწავლეთა ჩართულობას, მათ პასუხებს, ვარაუდებს, შთაბეჭდილებებზე საუბარს, სიტყვების ახსნას.
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და ყურადღების კონცენტრირებისათვის გაკვეთილზე გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები.
ინსტრუქციების გაგების დონეს შევაფასებ ხელის ნიშნების გამოყენებით.
მოსწავლეებს გავაცნობ შეფასების კრიტერიუმებს




შეფასების სქემა( დანართი1)
კომპონენტები
     კრიტერიუმები
გასავითარებელი
საშუალო
ბრწყინვალე
 ვარაუდების გამოთქმა,
  კითხვებზე პასუხი.
არ ერთვება აქტივობაში
უჭირს ვარაუდების
 გამოთქმა და კითხვებზე
პასუხის გაცემა.
აქტიურად მონაწილეობს
,გამოსთქვამს ვარაუდებს ,
პასუხობს შეკითხვებს



 წყვილში მუშაობა.
არ მონაწილეობს აქტივობა
ში. არ გააჩნია აზრთა
გაზიარების  ,თანამშრომლო
ბის უნარი.
გააჩნია აზრთა გაზიარების
უნარი,უჭირს დროის
 ლიმიტის დაცვა

გააჩნია აზრთა გაზიარების
უნარი,იცავს დროის
 ლიმიტს


სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა( დანართი2)

                      კრიტერიუმები

              დაბალი
მაღალი

  კითხვებზე პასუხი
ვერ ახერხებს
პასუხობს კითხვაზე

 პერსონაჟების დასახელება
ვერ ასახელებს
ასახელებს
ილუსტრაციის დალაგება
ვერ ალაგებს
ალაგებს სწორად









 ვარაუდების სქემა (დანართი 3)
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?
ეს მოთხრობა იქნება ლომის და თაგვის თავგადასავალზე
/მოგზაურობაზე
რა მინიშნება გაქვთ საამისოდ?
იმიტომ, რომ მოთხრობის სათაურიალომი და თაგვი
სინამდვილეში რა მოხდა?
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?
ლომმა რომ გაიცინა და უთხრა: შენი დახმარება მე არ მჭირდება, ახლა კი გაგიშვებ, მაგრამ თუ მეორედ გამაღვიძებ, გადაგსანსლავო.
რა მინიშნება გაქვთ საამისოდ?
ლომი ძალიან დიდი იყო და იცოდა, რომ თაგვი ვერაფერში დაეხმარებოდა. რომ შეეჭამა,ერთ ლუკმადაც არ ეყოფოდა წრუწუნა.
სინამდვილეში რა მოხდა?
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?
თაგვი მიირბენს, თავისი კბილებით დახევს თოკს, გადაარცენს ლომს, დამეგობრდებიან, გზას გაუდგებიან და ყოველთვის დაეხმარებიან ერთმანეთს
რა მინიშნება გაქვთ საამისოდ?
თაგვი შეპირდა ლომს, რომ გასაჭირში დაგეხმარებიო და როცა ლომის ღრიალი მოესმა, მიხვდა, რომ რაღაც უჭირდა, გასაჭირი ჰქონდა
სინამდვილეში რა მოხდა?


წყვილის  ბარათები



1.       ლომმა თაგვი დაიჭირა.
2.       მონადირეებმა ლომი  დაიჭირეს.
3.       თაგვმა  თოკი გადაღრნა და ლომი გადაარჩინა.

 


                                     

No comments:

Post a Comment