მასწავლებლის სახელი, გვარი : მარინე
კარელიძე
საგანი : ქართული
ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური /კლასი
: დაწყებითი საფეხური
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 სსსმ მოსწავლე კლასში არის
გაკვეთილის თემა : „ ლომი
და თაგვი“-იგავ-არაკი (განმტკიცების გაკვეთილი)
გაკვეთილის მიზანი :
Ø შეძლონ ტექსტის სწორად,ზომიერი ტეპით კითხვა.
Ø შეძლონ მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებულ
კითხვებზე პასუხის გაცემა
Ø შეძლონ პერსონაჟის
ქცევაზე დაკვირვება და მისი დახასიათება.
Ø თანამშრომლობითი უნარის
განვითარება.
სსსმ მოსწავლეს
აქვს ზრდის შეფერხება,უმძიმესი ხარისხის სმენაჩლუნგობა,აქედან გამოწვეული მეტყველების
შეფერხება.უჭირს სიტყვების სრულყოფილად წარმოთქმა.შეუძლია მარტივი ტექსტის მოსმენა,კითხვა და მარტივ კითხვებზე ადეკვატური
პასუხის გაცემა.მოქმედი პირების დასახელება და საკუთარი აზრის გადმოცემა მარტივი წინადადებით.წერს
ყველა ასოს სწორად.შეუძლია დაფიდან ან წიგნიდან
გადაწერა.
სსსმ მოსწავლის მიზანი
·
შეძლოს ტექსტის სწორად კითხვა.
·
შეძლოს მარტივ კითხვაზე პასუხის მოკლედ გაცემა.
·
შეძლოს წინადადების გადაწერა წიგნიდან
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა
ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნებთან :
გაკვეთილის მიზნები პირდაპირ კავშირშია ქართული ენის
მე-2 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ მისაღწევ შედეგებთან:
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად
კითხვა.
;ქართ.დაწყ.(I).9. მოსწავლემ უნდა
შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა;
ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
Ø გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული
მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი
სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
სსსმ
მოსწავლისთვის
ქ;ართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად
კითხვა.
თავისუფლად
კითხულობს ნაცნობ სიტყვებს;
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების
წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ამოიცნობს
ტექსტში მოცემულ კონკრეტულ
ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, როგორ)
ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ უნდა შეძლოს ნაცნობი ლექსიკის, ნასწავლი
ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა
და სტრუქტურული
ელემენტების ადეკვატურად გამოყენება;
კალიგრაფიისა და მართლწერის
საბაზისო ნორმების დაცვა.
ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით;
გაკვეთილის გეგმაში წარმოდგენილი აქტივობები
სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტულ მოდელზეა აგებული და ძირითადად, მხატვრული
ტექსტის კითხვის, გაგება-გააზრების უნარების
განვითარებაზეა ორიენტირებული. პერსონაჟის
დახასიათება მოსწავლეთა მიერ, ასევე გაგება-გააზრების
ხელშემწყობია.
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები(დაასაბუთეთ
შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ შევახსენებ გაკვეთილის თემას, გავაცნობ
მიზანს , აქტივობებს და შეფასების კრიტერიუმებს.მივუთითებ
ადგილზე,სადაც ეს სქემებია განთავსებული.
|
შემამზადებელი აქტივობა
|
საერთო საკლასაო
|
დაფაზე გამოკრული
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკები .
მათი წინასწარი ცოდნა მოსწავლეებისათვის სავალდებულოა. ისინი იგებენ, რა მოეთხოვებათ და
ცდილობენ მაქსიმუმის მიღწევას.
ბარათები საგაკვეთილო აქტივობების
სათაურებით
მოსწავლეებს დაეხმარება გაეცნონ ამ აქტივობებს
ორგანიზებულად
იმუშაონ
გაკვეთილზე,
ჰქონდეთ
გაკვეთილის
მაღალი
მოლოდინები.
|
2
|
2
|
წერითი დავალების განხილვა
მიზანი; დავალების ანალიზი
ყველაზე
მკაფიო
შთაბეჭდილება“
, რომლებიც
შესრულებულია
დაბეჭდილი
შაბლონის
შესაბამისად,
გამოვფენთ
დაფაზე.
დავალებას კითხულობს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 2 მოსწავლემოსწავლე.
მოსწავლეებს მივმართავ, რომ მათი ნამუშევრები
მთელი დღის განმავლობაში გამოფენილი იქნება დაფაზე, დასვენებების დროს შეუძლიათ
გასეირნება „გალერეაში“ და ნაშრომების დათვალიერება.
სსსმ მოსწავლე წარმოადგენს მხოლოდ ნახატს
შეფასება: საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა. (იხ.
დანართი 1). მოსწავლეები ახდენენ ურთიერთშეფასებას რუბრიკის მიხედვით.
|
გასეირნება გალერეაში
კითხვა
|
საერთო საკლასო
|
საშინაო დავალების
რვეულები
გამოსაძახებელი
ჩხირები.გამოიყენება მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და ყურადღების
კონცენტრირებისათვის.
|
3
|
3
|
მითითებული
ადგილის ამოკითხვა
მიზანი:
გაწაფულ კითხვაში ვარჯიში.მასწავლებლის მითითებული ადგილების მოძიება.
ვთხოვ ,მომიძებნეთ და ამომიკითხეთ
1.
ლომის და თაგვის შეხვედრის მომენტი.
2.თაგვის
სათხოვარი.
3.ლომის
გადაწყვეტილება
4.ლომის
გასაჭირი.
სსსმ მოსწავლე
მასწავლებლის დახმარებით მოძებნის
მითითებულ ადგილებს და წაიკითხავს.
ვაძლევ
განმავითარებელ შეფასებას, აფასებენ ერთმანეთის წაკითხულს.
შეფასება
ხდება რუბრიკის მიხედვით~ (დანართი2 ,3)
|
სწორი,ზომიერი ტემპით კითხვა
|
ინდივიდუალური
საერთო საკლასო
|
დაბეჭდილი ტექსტი
გამოსაძახებელი ჩხირებით (დემოკრტიულობის
პრინციპის დაცვის მიზნით ვიყენებ.)
|
7
|
4
|
თოვლის გუნდები
ტექსტის ანალიზსა
და სინთეზზე ორიენტირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა
მიზანიმოსწავლეებმა
შეძლონ მსჯელობა კითხვების შესაბამისად;
მივმართავ
მოსწავლეებს, რომ ეს ჯადოსნური გუნდებია. თითოეულ გუნდაში წერია შეკითხვა.
მოსწავლეებს ვესვრი გუნდებს კითხვებით
რატომ გაიცინა ლომმა გულიანად?
როგორ შეძლო თაგვმა დახმარება?
რა გვასწავლა ამ მოთხრობამ?
ავტორის აზრით რა არის სიკეთე?
თქვენ როგორ მოიქცეოდით თაგვის ადგილას?
სსსმ მოსწავლე
გასცემს მარტივ კითხვას პასუხს. ვაძლევ განმავითარებელ უკუკავშირს.შეფასების
რუბრიკის მიხედვით დანართი2
|
თოვლის გუნდები
კითხვა-პასუხი
|
საერთო საკლასო
|
ბარათებზე დაწერილი შეკითხვები. ბარათები
დაჭმუჭნულია და მიცემული აქვს თოვლის გუნდის ფორმები. ასეთი სახით შეკითხვების
წარდგენა მაპროვოცირებელი იქნება მოსწავლეებისათვის, ხელს შეუწყობს ჩართულობას.
სსსმ მოსწავლისთვის მაქვს გამზადებული თოვლის
გუნდა იოლი კითხვით.
|
5
|
5
|
პერსონაჟის
დახასიათება .
მიზანი
: მოსწავლეებმა
წაკითხული ტექსტის მიხედვით შეძლონ ჩამოთვლილი თვისებებიდან მთავარი პერსონაჟებისთვის
დამახასიათებელი თვისებების შერჩევა .
ეს
არის პერსონჟის რუკის შესადგენად მოსამზადებელი აქტივობა.
ურიგდებათ ლომის და თაგვის ილუსტრაციით ფურცლებიც
ამოწერილია თვისებები.მოსწავლეები კთხულობენ და ამოარჩევენ ამ თვისებებიდან რომელი
შეესაბამება ლომს და რომელი თაგვს. დააკავშირებენ
ილუსტრაციასთან.
სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით მონაწილეობს
წყვილურ მუშაობაში .
აკეთებენ პრეზენტაციას ვაფასებ მე განმავითარებელი შეფასებით და აფასებენ ერთმანეთს მეწყვილეები რუბრიკის მიხედვით. იხ.დანართი 2,3
|
დაწყვილდი.დაფიქრდი გაუზიარე
|
წყვილები
|
თაბახის ფურცლებე დაბეჭდილია ლომის და თაგვის
ილუსტრაცია.შუაში ჩამოწერილია თვისებები .
|
15
|
პერსონაის რუკის
შევსება
მიზანი: მასწავლებლის მიერ სქემაზე მუშაობის მოდელირება.
(დანართი4)
მოსწავლეთა ძალებით და მასწავლებლის დახმარებით ხდება „პერსონაჟის რუკის „შევსება.
|
პერსონაჟის რუკა
მასწავლებელი კალამი,ხმამაღლა ფიქრი
|
საერთო საკლასო
|
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)- სასწავლო-მეთოდოლოგიური
რესურსების კრებულში არსებული პერსონაჟის რუკა დაბეჭდილი დიდ ფორმატზე,რომელიც გაკრულია
დაფაზე დანართი 4
გრაფიკული სქემებზემების დახმარებით ხდება ტექსტის ანალიზისა და გააზრების თვალსაჩინოდ დემონსტირება.
|
||
6
|
რეფლექსია
.მიზანი: ამ აქტივობით გამოხატავენ
საკუთარ დამოკიდებულებას იგავის მიმართ.
მოსწავლეები დაასრულებენ წინადადებას
მე მომეწონა ეს იგავი, რადგან..................
დროის ამოწურვის
შემდეგ სურვილის მიხედვით კითხულობს რამდენიმე მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე
გადმოწერს მოთხრობიდან წინადადებას.
მოგვიანებით მასწავლებელი აკრეფს მოსწავლეთა ნამუშევრებს
გასწორების მიზნით.
|
ქარგის მიხედვით წერა
|
ინდივიდუალური
|
თაბახის
ფურცელზე დაბეჭდილი ტექსტის ქარგა.
წერის საწყისი ეტაპისთვის კარგია ქარგის
გამოყენება ,სანამ მოწაფე გაიწაფება სხვადასხავ ტიპის ტექსტის შექმნაში.ქარგა აძლევს
გარკვეულ მინიშნებებს და მიმართულებას
წერის პროცესში.
|
5
|
7
|
დავალება
იგავი თხრობით
შეავსონ იგივე
რუკა მეორე პერსონაჟზე გაკვეთილზე შესრულებული
ნიმუშის მსგავსად.
|
ინსტრუქციის გააზრება
|
საერთო საკლასო
|
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)- სასწავლო-მეთოდოლოგიური
რესურსების კრებულში არსებული პერსონაჟის რუკა დაბეჭდილი თაბახის ფურცელზე
|
2
|
მისაღწევი შედეგები
მოსწავლე პოულობს
და სწორად ,ზომიერი ტემპით კითხულობს ტექსტში
მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
ჩამოთვლილი თვისებებიდან ამოიცნობს მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟისთვის დამახასიათებელ
თვისებას;
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენისადმი/პერსონაჟისადმი;
შეძლებს
ნააზრევის წერილობით გადმოცემას .
სსსმ მოსწავლის მისაღწევი შედეგები:
შეძლო ტექსტის კითხვას გაბმით,ზომიერი
ტემპით.
შეძლო წინადადების გადმოწერას ტექსტიდან.
საშინაო დავალების შემოწმებით შევაფასებ, თუ რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს
საკუთარი შთაბეჭდილებები გადმოსცენ როგორც ნახატის სახით, ისე წერილობითი ფორმით.
ტექსტის
კითხვის დროს
დავუკვირდები მოსწავლეთაკითხვის
ტექნიკას, კითხვის ტემპს, მათ პასუხებს კითხვებზე,
მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა და ყურადღების კონცენტრირებისათვის გაკვეთილზე
გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები.
შეფასების
რუბრიკები
სასინაო დავალების ანალიზის რუბრიკა დანართი1
დამაკმაყოფილებელი
|
კარგი
|
ძალიან კარგი
|
მოსწავლე
ვერ ან არასწორად წერს რამდენიმე წინადადებას
აკეთებს ილუსტრაციას.
|
მოსწავლე
წერსს ხარვეზებით რამდენიმე წინადადებას.აკეთებს ილუსტრაციას.
|
მოსწავლე
წერს აკურატულად.გადმოსცემს რამდენიმე წინადადებით შთაბეჭდილებას. აკეთებს ილუსტრაციას
.
|
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა( დანართი2)
შეფასების კომპონენტი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
||
გასავითარებელი
|
საშუალო
|
ბრწყინვალე
|
|
წყვილში მუშაობა
|
არ ერთვება წყვილის
მუშაობაში
|
ნაწილობრივ გააჩნია აზრთა გაზიარების უნარი,უჭირს დროის ლიმიტის
დაცვა
|
საკმარისად გააჩნია აზრთა გაზიარების უნარი.იცავს დროის ლიმიტს.
|
მითითებული
ადგილების გაბმით
წაკითხვა.
|
არ ერთვება აქტივობაში
|
ვერ პოულობს მითითებულ ადგილებს მასწავლებლის დახმარების გარეშე
კითხულობს მარცვლით.
|
ერთვება აქტივობაში პოულობს მითითებულ ადგილებს და კითხულობს .
|
კითხვაზე პასუხი
|
არ ერთვება აქტივობაში.ვერ პასუხობს კითხვებზე.
|
ნაწილობრივ გასცემს პასუხს.
|
ამომწურავად გასცემს პასუხს.
|
სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა (დანართი3)
კომპონენტები
|
კრიტერიუმები
|
|||
დაბალი
|
მაღალი
|
|||
კითხულობს ტექსტს
|
ვერ ახერხებს
|
სწორად,ზომიერი ტემპით
|
|
|
პასუხობს კითხვას
|
ვერ პასუხობს
|
რამდენიმე სიტყვით პასუხობს
|
||
გადმოწერს წიგნიდან წინა
დადებას
|
ხარვეზებით გადმოწერს
|
სწორად გადმოწერს
|
||
No comments:
Post a Comment