Tuesday, June 24, 2014

კლასგარეშე აქტიოვებები

                        ანგარიში ღონისძიებისა “ჩემი სამშობლო”
2041 წლის12  ივნისს მე-7 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში წარმოდგენილი იყო
მე-4 დ კლასის მიერ, მხატვრულ -ლიტერატურული კომპოზიცია “ჩემი სამშობლო”
მიზანი  იყო საქართველოს გმირული წარსულის  გაცნობა მოსწავლეთათვის,პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება,
მხატვრული უნარების გამოვლენა.
რეზიუმე:
მოსწავლეების და მასწავლებლის მიერ მოხდა  ჩვენი ქვეყნის გმირული წარსულის ამსახველი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მოძიება.მათი შესწავლა.პატარებმა შესწავლილ ლიტ. ნაწარმოებებს შუსაბამეს აღნიშნულ თემაზე შექმნილი მხატვრული და მუსიკალური კომპოზიციები .ამ საქმიანობაში დახმარება გაგვიწია მუსიკის მასწავლებელმა ჯ. გორგიშელმა.
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარუდგინეს მშობლებს და პედ. კოლექტივს.
ღონისძიების მნიშვნელობა:
მოსწავლეებმა მონაწილეობის მიიღეს ჯგუფურ აქტივობებში .მასწ-ის მითითებით შეარჩიეს როლი,ადეკვატურად გამოიყენეს მიმიკა,ჟესტები.შეარჩიეს როლის შესაბამისი ვიზუალური მასალა.

საქალაქო ღონისძიებაში მონაწილეობა. (ანგარიში)
2014 წლის აპრილში, გორში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული იყო პროექტი "ქარსაცავი ზოლის აღდგენა". ამ პროექტში ხალისით ჩაერთვნენ ჩემი მოსწავლეები, მათ პროექტში მონაწილე უფროს ამხანაგებთან ერთად დარგეს ხეების ნერგები. თავისი მცირეოდენი წვლილი შეიტანეს ქარსაცავი ზოლის აღდგენაში.





"ფანტაზია და მარჯვე ხელები"

2014 წელს გორის მეშვიდე საჯარო სკოლაში მოეწყო სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი ხელნაკეთი რესურსების გამოფენა. გამოფენაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩემმა მოსწავლეებმა. რამდენიმე მათგანი, საუკეთესო ნამუშევრის წარდგენისათვის დაჯილდოვდა სპეციალური სიგელით.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს:






No comments:

Post a Comment