გაკვეთილის თემა.
|
გუგული ტოგონიძის“ბალახის სიმღერა“
|
|
2. სწავლების საფეხური და კლასი.
|
დაწყებითი საფეხური III კლასი
|
|
3. ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების
სახელი, გვარი
|
ქართული , ბუნება
მარიკა კარელიძე
|
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
კლასში 24 მოსწავლე
|
|
5. განსაკუთრებული მიდგომების
საჭიროებების
მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა
და პროფილი
|
-------
|
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
ქართული
-დაეუფლებიან კითხვის მარტივი სტრატეგიებს.
-წაიკითხავენ ტექსტს გამომეტყველებით.
-შექმნიან მარტივ დარგობრივ ტექსტს (ბალახოვანი მცენარეები)
- გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
-გაეცნობიან გამაერთიანებელ
სიტყვას(განმაზოგადებელი) და მის რაობას.
ბუნება
-დაასახელებენ მცენარეთა ძირითად ნაწილებს.
-გააცნობიერებენ
განსხვავებას მცენარეთა ჯგუფებს შორის.
-გაიაზრებენ ბალახოვანი მცენარეების გამოყენებას
პრაქტიკაში.
-მოიძიებენ ინფორმაციას სამკურნალო მცენარეების
შესახებ.
|
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრულიმისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
ქართული:
ქართ. III 2,
მოსწავლეს შეუძლია ლიტ.
ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
III4 მოსწავლე
ფლობს კითხვის ტექნიკას.(მოიძიებს მითითებულ ადგილებს)
III9 მოსწავლეს
შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების დაუფლება.(კონტექსტით ხსნის უცხო
სიტყვებს)
III 10
ადგენს მცირე ზომის ტექსტს(დარგობრივ )ტექსტს.
.ბუნება
II1
მცენარეთა ძირითადი ნაწილების ამოცნობა-დასახელება.
II10
მოსწავლე აღწერს მცენარეთა მნიშვნელობას ადამიანებისთვის.
|
|
|
აქტივობა
I კითხვა-პასუხი(8წთ)
_ გაკვეთილი იწყება საუბრით გაზაფხულზე და იმ ცვლილებებზე,
რომელიც შეეტყო გარემოს გაზაფხულის დადგომასთან ერთად.
მეთოდი-გონებრივი იერიში
-ვსვამ კითხვას: გაიხსენონ
ბუნებაში შესწავლილი მასალა. რა ჯგუფებად იყოფა მცენარეთა
სამყარო(ფლორა)?(ხე,ბუჩქი,ბალახოვანი მცენარე)
მოსწავლეები ასახელებენ რა
აქვთ მსგავსი და განმასხვავებელი ამ ჯგუფების მცენარეებს. ჩამოთვლიან მცენარის
ძირითად ნაწილებს.
-ასახელებენ ბალახოვან მცენარეებს . მოსწავლეთა
დახმარებით ვადგენ სქემას დაფაზე
|
|||
რესურსები
შეფასება
|
აქტივობა2 ტექსტის
კითხვა(10წთ)
მასწავლებელი
კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით. შემდეგ მოსწავლეები ნაწილ- ნაწილ კითხულობენ
და გზადაგზა იხსნება უცხო სიტყვები მოსწავლეთა ძალებით
ნასახი-კვალი,
ნიშანი
დალასლასებდა-ძლივს
დადიოდა
აფამფარებდნენ-არხევდნენ
ვიშვიშებდნენ-წუხდნენ
ამ სიტყვების
გამოყენებით შეადგენენ წინადადებებს.
აქტივობა3 ტექსტის ჩუმი კითხვა.(
5 წთ)
მოსწავლეები
მასწავლებლის მითითებით ძებნიან ადგილებს სადაც გადმოცემულია
1)ბალახის
წუხილი,2) მისი ნატვრა 3) უბალახოდ დარჩენილი გარემო 4)ბალახის სიხარული.
აქტივობა4
დასათაურება(5წთ)
ადგენენ
გაკვეთილის გეგმას. ჯგუფის ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას . საუკეთესო დასათაურებას შეარჩევენ
მოსწავლეები და მასწავლებლის მიერ დაიწერება დაფაზე.
აქტივობა5
კითხვებზე პასუხი.5წთ
მოსწავლეები
პასუხობენ კითხვებს:
-რას წუხდა
ბალახი? -რა წარმოიდგინა მან?
-როგორი იყო
უბალახოდ დარჩენილი გარემო?
-რომელი
ბალახოვანი მცენარეებია ნახსენები ტექსტში?
-რატომ
ამღერდა ბალახი?
-რის თქმა
სურს ავტორს?
მასწავლებელი
აჩვენებს პროექტორით პრეზენტაციას ბალახოვანი მცენარეების შესახებ.
მოსწავლეების მიერ შედგება დარგობრივი ტექსტი
ბალახოვანი მცენარეების გამოყენების შესახებ.
აქტივობა6 ენობრივ
მასალაზე დაკვირვება5წთ
ბალახოვანი მცენარეებია: მატიტელა, ორფოთოლა,
სამყურა. ამ წინადადებაში არკვევენ რომელია
ჩამოთვლილი სიტყვები და რა სასვენი ნიშანია დასმული. რომელი სიტყვა აერთიანებს
მათ და რა ნიშანია მასთან.
მოსწავლის
წიგნი. ავტორი: მაღლაკელიძე, ყურაშვილი
კომპიუტერი,
პროექტორი
განმავითარებელი
დაკვირვების შედეგად, ვაფასებ მოსწავლეს ზეპირი კომენტარით შემდეგი
კრიტერიუმების გათვალისწინებით-გამომეტყველებითი კითხვა, მარტივი დარგობრივი
ტექსტის შედგენა, განმაზოგადებელი სიტყვის ამოცნობა და სასვენი ნიშნის ხმარება
მასთან.
ახალი ლექსიკური ერთეულებით წინადადების შედგენა.
|
No comments:
Post a Comment