ტრენინგის ანგარიში
ტრენინგის სათაური:
ინკლუზიური განათლება
ტრენინგის ჩამტარებელი
ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი:მე-7
საჯარო სკოლა
საათების რაოდენობა:20
სთ.
ტრენერები: ეკა
სეთურიძე,
დრო: 3-6 აპრილი. 2013 წელი
ტრენინგის ამოცანები:
გავეცანით სპეც. საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებად ვინ ითვლება. რა
ღონისძიებებს უნდა მიმართოს პედაგოგმა მუშაობისას. როგორ უნდა შევადგინოთ ინდ. გეგმა.
რეზიუმე
ტრენინგის პირველი
დღე: გავეცანით, რას ნიშნავს სსსმ მოსწავლე. ვინ შედის ამ ჯგუფში .გარდა იმისსა ვისაც
რაიმე პრობლემა აქვს, აგრეთვე სოც დაუცველი, ეთნიკური უმცირესობა, ანუ ყველა ვისაც
სპეც ღონისძიებები სჭირდება სწავლისათვის .ვინც თუნდაც დროებით საჭიროებდეს
სწავლის სპეც. გეგმას.
შექმნილი სისტემა
აძლევს მოსწავლეს საშ-ბას ,რომ მიიღოს სრულფასოვანი განათლება შესაძლებლობის მოხედვით.
ინტელექტი არის
გარემოსთან შეგუება, ადაფტაციის უნარი. გონება ჩამორჩენილობა ნიშნავს სწორედ ინტელექტის
უნარის დაქვეითებას. გამოიყოფა გონება ჩამორჩენილობის რამდენიმე დონე, კერძოდ 4. მსუბუქი, საშუალო .მძიმე ,ღრმა. ამათ შეესაბამება
IQ ქულა
და შესაბამისი განვითარების ასაკი. მსუბუქი გონ. ჩამორჩენილობის ქულაა-50-60 განვ.
ასაკი შეესაბამება-9-11 წელი. საშუალო გონ. ჩამორჩენილობის ქულაა-40-50მდე. ასაკი
6-9 წელი. მძიმე გონ. განვითარების ქულაა 20-40.
ასაკი 3-6 წელი. ყველაზე ღრმა გონ. ჩამორჩენილობის ასაკი 0-3, ქულა კი 20 -ზე
დაბალი.
გონ. ჩამორჩენილობა
იწვევს შეზღუდვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. იგი ხასიათდება:1. საშუალოზე მნიშვნელოვნად
დაბალი ინტელექტით.2. დარღვევებით ადაფტაციურ
ჩვევებში. ესაა: კომუნიკაცია, თვითმომსახურება, სოც. ჩვევები.
საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩვევები..
განვიხილეთ სხვადასხვა
სინდრომთა მახასიათებლები.
დაუნის სინდრომი:
გონ. ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ფორმაა. გამოწვეულია ქრომოსომული დარღვევით. ახასიათებს
სახის თავისებურებები: მოკლე ცხვირი, მოკლე კისერი. ვიწრო ,ღრმად ჩამჯდარი თვალი (მონღოლოიდური
ნიშანი).აქვთ
მეტყველების
პრობლემები. რაც გამოწვეულია ენის სიდიდით, მოუქნელობით. ამის გამოა ფონოლოგიური პრობლემები. ახასიათებს
ნერწყვდენა. ტლანქი მოტორიკა. აქვთ იმუნიტეტი
სუსტი და ხშირად სუნთქვის პრობლემები., გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. მათ ხშირად ასაკის
მატებასთან ერთად ემართებათ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ამიტომ საჭიროა დიეტის დაცვა.
სირთულეებია ანალიზსა და სინთეზში, აქვთ ყურადღების
დეფიციტის პრობლემა. არიან კომუნიკაბელურებიც
და ამავე დროს ჯიუტებიც. ექვემდებარებიან საჯარო სკოლებში სწავლებას.
II
დღე
გავეცანით ალკოჰოლური სინდრომის მახასიათებელს
.სლაიდებზე ვიხილეთ ამ სინდრომის მქონენი. ესეც გონ. ჩამორჩენილობის ფორმაა. მისი ფსიქოლოგიური ნიშნებია:
სუსტი მეხსიერება, სწავლის სირთულეები, იმპულსურობა,
გონ. გაფანტულობა, ჰიპერაქტიურობა, ცოდნის და ჩვევის განზოგადების გაძნელება., განსჯის
უნარის დაქვეითება, მეტყ. პრობლემები, ქცევის დარღვევები.
ვილიამსის სინდრომი .მისი ფიზიკური ნიშნებია: მუდმივად ღიმილიანი სახე,
დიდი ტუჩები, პატარა ცხვირი,(ელფების დაავადება )სქელი ლოყები, ამობერილი თვალები.
მათთვის დამახასიათებელია კალციუმის ნაკლებობა ან პირიქით მომატება ,რაც გამოვლენილია
სისხლში. აქვთ თირკმლის პრობლემები, კუნთების
ტონუსი დაბალია. ასეთი ადამიანები გვიან იწყებენ საუბარს. მაგრამ არიან აქტიურებიც.
სწავლა უნდა ხდებოდეს თვალსაჩინოებით. კითხვისას ვიყენებთ
მთლიანობით სწავლებას ანუ ნახატი მოდის სახელთან
ერთად.
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი .ეს დაავადება
ხასიათდება მოტორული და ლოკალური ტიკებით.
აქვს ქრონიკული ხასიათი.
ძირითადი მახასიათებლებია: მარტივი და რთული მოტორული
ტიკები, მარტივი და რთული ვოკალური ტიკები. ამ ტიკებს ქრონიკული ხასიათი აქვს. ადამიანს
დიდი ძალისხმევით შეუძლია გააკონტროლოს ტიკები გარკვეული დროით. ასეთი შეკავების პერიოდს
მოსდევს გაორმაგებული შეტევა ტიკები. ამ სინდრომს თან ახლავს ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევის დარღვევები,დეპრესია.
ფენინკეტონური სინდრომი(ცილის სიჭარბე) ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა.
ეპილეფსია . ესაა ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია. თავის
ტვინის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება გულყრებით. გულყრა მრავალნაირია.
რა პრობლემები გვხვდება ეპილეფსიის დროს: მაღალი ფსიქ.
აგზნებადობა და სუსტი ემოციური რეგულაცია.
აუტიზმი ტვინის განვითარების დარღვევაა .ეს გავლენას ახდენს
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარზე.
არსებობს სხვადასხვა ტიპის აუტისტი.
III
დღე
განვიხილეთ ცერებრული დამბლა. მისი მახასიათებლები.
ასეთი მოსწავლეებს შეძლება დავალებები კომპიუტერით ჩავაბარებინო. მაგ .პირველ კლასში
შეიძლება თვლა ვასწავლოთ ტაშით, ან დავათვლევინოთ და თავისი ხელით დავალაგებინო ქვები,
ნიჟარები. უმჯობესია ბუნებრივი მასალა.
ყურ. დეფიციტის და ჰიპერაქტიული სინდრომი. სიდრომებიდან უნდა ახასიათებდეს 6 ნიშანი
გარკვეული თვეების განმავლობაში. ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია აქტიურობა. ჩვენ
მის აქტიურობას უნდა მივცეთ მიმართულება.
პედაგოგმა უნდა მოუწყოს დახურული ტიპის საკლასო ოთახი.
ნაკლები სმენითი და მხედველობითი ხელისშემშლელი ფაქტორები, უნდა დავსვათ პირველ მერხზე,
კარების და ფანჯრისგან მოშორებით. ინფორმაცია
,რასაც მივაწვდით უნდა იყოს მარტივი წინადადებებისგან შემდგარი.
დისლექსია (სწავლის უნარის დაქვეითება)IQ-70.ასეთ ადამიანებს პრობლემა აქვს მათ. უნარების, თხრობის
უნარების, წერის. ზოგს 4 პრობლემა აქვს, ზოგს უფრო ნაკლები. ამ პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის
დგება ინდ. გეგმა.
შესვენების შემდეგ ვისაუბრეთ კლასის მართვასა და მოსწავლეთა
ქცევის მართვაზე. გაკვეთილზე შეიძლება გამოვიყენოთ,
როგორც ნეგატიური ,ისე პოზიტიური განმამტკიცებლები.
ვისაუბრეთ პედაგოგის მიერ მოსწავლის შეფასებაზე. მის
კრიტერიუმებზე.
აკადემიური
უნარები(წერა-კითხვა)2,შემეცნებითი
უნარები(მეხსიერება) 3)კომუნიკაცია(ენა, მეტყველება), 4)მოტორული უნარები 5) ემოციურ-ნებელობითი
სფერო. 6)სოც. უნარები(ქცევა)7) ფუნქციური (ადაპტური)
IV დღე
მესამე დღეს გავეცანით ადაპტირებულ გაკვეთილს, აკომოდაციას. აგრეთვე ვისაუბრეთ თუ როგორია
ინდ. სასწავლო გეგმა. როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მიზნები, როგორია „კარგი“ მიზანი. გავეცანით
ი.ს.გ.-ს ნიმუშს. ჩვენ ვიმუშავეთ ჯგუფურად და დავგეგმეთ გაკვეთილი.
ბოლოს ტრენერებმა მოახდინეს შეჯამება.
მ კარელიძე
No comments:
Post a Comment