ტრენინგის ანგარიში
ღონისძიების
დასახელება: სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ჯგუფების მომზადება.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა
პროფ. განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი
და დრო: გორი მე-3 საჯარო სკოლა 3-17მაისი 2013 წელი.
ტრენერი:
ხათუნა ბარაბაძე
მიზანი:
·
წარმატებული სკოლის ჩამოყალიბების პროცესში განვითარების
ჯგუფების მნიშვნელობისა და წვლილის გაცნობიერება.
·
სკოლებში პროფესიული განვითარების ჯგუფების მომზადება.
·
მასწავლებელთა საჭიროებების კვლევის მექანიზმების გაცნობა
და გამოყენება.
·
ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის ხელშეწყობა.
·
სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხს შეფასების ძირითადი
მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება.
·
სასწავლო პროცესის დიაგნოსტირების, მონიტორინგისა და
შეფასების შედეგების ანალიზის, როგორც სწავლისა და სწავლების ხარისხის განვითარების
მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის, გაცნობა-გამოყენება.
·
მასწ -თა პროფ.
განვითარებისთვის მოსწავლეთა შეფასების შედეგების ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა.
ამოცანები
რეზიუმე
პირველი
დღე
ტრენინგი დაიწყო ურთიერთ გაცნობით. მონაწილეობდა
3 საჯარო სკოლის ჯგუფი. მე5, მე-3 და მე-7 სკოლების. შევიმუშავეთ წესები რომელიც დაგვეხმარებოდა
თანამშრომლობაში. ტრენერმა გააკეთა ტრენინგის პროგრამის პრეზენტაცია.
გონებრივი იერიშით ჩამოვწერეთ, თუ რა მიგვაჩნდა
წარმატებული სკოლის მახასიათებლებად. აღვნიშნეთ, რომ წარმატებულია სკოლა თუ მოსწავლეებს
აქვთ მაღალი მიღწევები. სტანდარტი დაჯგუფებულია სკოლის საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულების
მიხედვით :აკადემიური საქმიანობა, სასწავლოო გარემო და ეფექტიანობა. თითოეულ სტანდარტს
აქვს ინდიკატორები, რომლებიც განსაზღვრავს თუ რას უნდა აკეთებდეს სკოლა იმისთვის რომ
მოცემული სტანდარტი დააკმაყოფილოს. ვისაუბრეთ წარმატებული სკოლის სფეროების კრიტერიუმებზე. სკოლის წარმატებას განსაზღვრავს
შემდეგი ფაქტორები: სკოლის მისია, მაღალი მოლოდინი,
ეფექტიანი ხელმძღვანელობა, თანამშრომლობა და კომუნიკაცია, სასწავლო გეგმის, სწავლების
და შეფასების სტანდარტთან შესაბამისობა. სწავლისა და სწავლების ხშირი მონიტორინგი,
ფოკუსირებული პროფესიული განვითარება, უსაფრთხო და წამახალისებელი სასწავლო გარემო,
ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობა.
პირველი დღის მეორე სესიაზე ზემოაღნიშნული საკითხების
გარდა ვისაუბრეთ სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალებებზე და აღვნიშნეთ
რომ ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტია სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკა,
მონიტორინგი, შეფასება და ანალიზი. მესამე სესიაზე განვიხილეთ
სასწავლო პროცესის რეგულაციის ძირითადი დოკუმენტები: სასკოლო სასწავლო გეგმა, საგნის გეგმა, თემატური გეგმა, კვირის გეგმა.
ჩვენი სკოლის საქმიანობა შევაფასეთ წარმატებული
სკოლის სტანდარტებთან და ინდიკატორებთან შესაბამისად.
ბოლოს შევაჯამეთ პირველი სამუშაო დღე.
მეორე სამუშაო დღე დავიწყეთ
წინა დღის რეფლექსიით. ვისაუბრეთ პედაგოგიური კვლევის არსისა და მნიშვნელობის შესახებ.
არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის
,სტატიის, პროექტის სახით. არსებობს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები. პედ. კვლევა
მიეკუთვნება გამოყენებით კვლევას. მას გააჩნია თავისებურებები .
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ეტაპები;
1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა.თემის
შერჩევა და მიზნის ჩამოყალიბება.
2. კვლევის დღიურის წარმოება.
3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევების
ლიტერატურის შესწავლა ანალიზი.
4. კვლევის მეთოდის შერჩევა
5. მონაცემთა შეგროვება.
6 მონაცემთა ანალიზი.
7.მოქმედების სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა
8. მოპოვებული ცოდნის და გამოცდილების პრეზენტაცია
კათედრაზე ან კონფერენციაზე და ა. შ.
განვიხილეთ თითოეული ფაზა ცალ-ცალკე.
მეორე სესიის მიზანი იყო კვლევის მეთოდების გაცნობა. ჯიქსოუს მეთოდის გამოყენებით განვიხილეთ მეთოდები. ესენია: დაკვირვების,
დიალოგის, ინტერვიურების მეთოდები .ამ უკანასკნელის
სახეობაა ფოკუს ჯგუფი. არსებობს გამოკითხვის მეთოდი. ესაა ზეპირი ინტერვიუ, ასევე წერილობითი
გამოკითხვა ,ანუ ანკეტირება. ვისაუბრეთ ამ მეთოდების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
შესვენების შემდეგ მესამე სესიაზე შევიმუშავეთ
გაკვეთილის დაგეგმვასთან დაკავშირებული პირად გამოცდილების გააქტიურებით ჩატარებული
კვლევის რეკომენდაციები.
ბოლოს მოხდა დღის შეჯამება.
მესამე
სამუშაო დღის მიზანი იყო წინა დღეებში მიღებული ცოდნის უკუკავშირი. მეორე სესიაზე შევიმუშავეთ
ჩვენს სკოლებში არსებული პრობლემების კვლევის გეგმა. მესამე სესიაზე კი გავაცნობიერეთ
საკუთარი როლი სასკოლო გეგმის შემუშავების პროცესში. შევაჯამეთ მესამე დღე.
მეოთხე
დღეს გავიხსენეთ წინა დრის საკვანძო საკითხები გავეცანით
საგნის გეგმას და თემატურ გეგმას მის სტრუქტურას. საგნის გეგმის შემადგენელი კომპონენტებია1.სასწავლო
საგნის მიზანი2.საგნის ამოცანები3.წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები4.წლის განმავლობაში
განსახილველი თემები.5. სასწავლო მასალა.7.ძირითადი მეთოდები8. სასწავლო კურსის შეფასება.
მეორე სესიაზე გავეცანით კვირის გეგმას. მესამე
სესიაზე კი დავგეგმეთ გაკვეთილი ჯგუფურად სხვადასხვა საგნის მასწ-ებმა. მოხდა პრეზენტაცია.
დღის ბოლოს მოხდა შეჯამება..
მეხუთე
დღის პირველ სესიაზე დავგეგმეთ გაკვეთილი და ვისაუბრეთ
შეფასების რუბრიკებზე. გაკვეთილის გეგმის კომპონენტების: მიზანი, აქტივობები და მეთოდები,
სასწავლო რესურსი, საკლასო მენეჯმენტი ,დრო
აქტივობებისთვის, გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები, შეფასება და თვითშეფასება.
გეგმა უნდა იყოს მოქნილი და შემოქმედებითი, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის
მუდმივი განვითარება.
მეორე სესიაზე ვისაუბრეთ პროექტების მნიშვნელობაზე
გავეცანით ,თუ როგორ უნდა დაიგეგმოს პროექტი და როგორ უნდა შეფასდეს. მესამე სესიაზე
ინტეგრირებული პროექტის დადებით და უარყოფით
მხარეზე ვისაუბრეთ.
მეექვსე
დღის პირველ
სესიაზე განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე პროფესიული განვითარებისათვის.
მეორე სესიაზე ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომლებიც თავს იჩენს ურთიერთთანამშრომლობის დროს
და მისი გადაჭრის გზებზე. მესამე სესიის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციული კულტურის ტიპების განხილვა. თითოეული
ტიპის დადებითი მხარეების და რისკფაქტორების დადგენა. შევაჯამეთ დღე.
მეშვიდე
დღეს პირველ სესიაზე გავიხსენეთ წინა დღის საკვანძო
საკითხები. მიმოვიხილეთ საშინაო დავალება. ვისაუბრეთ ,თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა
ეფექტიანად სხვადასხვა კულტურის კოლეგებთან..მეორე
სესიაზე ურთიერთ თანამშრომლობის დამკვიდრების ხელშემწყობ აქტივობებზე ვისაუბრეთ. დავწყვილდით
ერთიდაიგივე საგნის მასწავლებლები და მოვამზადეთ ჩვენს ხელთ არსებული მეორადი მასალით
რესურსი, რომლის გამოყენება გაკვეთილზე შეიძლება. გავაკეთეთ ნამუშევართა პრეზენტაცია.
მესამე სესიაზე ვიმუშავეთ ჩვენი სკოლის პროფესიული
ჯგუფის სამუშაო გეგმის დიზაინზე.
მერვე
დღე
პირველ სესიაზე გავიხსენეთ წინა სამუშაო დღის
საკვანძო საკითხები გადავინაწილეთ ფუნქციები .ვისაუბრეთ შეფასებაზე .იგი მჭიდროდ არის
დაკავშირებული ორგანიზაციის ეფექტიანობასა და წარმატებაზე. აუცილებელია თანამშრომელთა
და ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების სისტემატური შეფასება სწავლების ხარისხი პირდაპირ
კავშირშია პედაგოგთა პროფესიონალიზმთან.
არსებობს ფორმალური და არაფორმალური შეფასება.
გავრცელებულია მოსაზრება ,რომ ორგანიზაციის წარმატება უფრო არაფორმალურ შეფასებასთანაა
დაკავშირებული. ეს პროცესი გვაძლევს მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას. ორივე ფორმას
აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. მათი სინერგია(ერთობა, შერწყმა)იძლევა თითოეულთან
არსებული ხარვეზების გაბათილების საშუალებას.
შეფასების მეთოდები: რანგირება-ესაა შედარებაზე
ორიენტირებული მეთოდების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში .რანგირების სიის პირველ
ადგილზე იქნება ყველაზე წარმატებული პედაგოგი მის მიერ შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით.
ეს მეთოდი პროფესიულ ზრდას არ შეუწყობს ხელს.
კითხვარი-ესაა კითხვების ჩამონათალი ,რის მიხედვითაც
ხდება პირის შეფასება. ეს მეთოდი მარტივია. უფრო ინფორმაციულია.
მეორე სესიაზე განვიხილეთ თუ რამდენად შეიძლება მოსწავლეთა შეფასების შედეგების გამოყენება საკუთარი პროფესიული განვითარებისათვის.
მესამე სესიაზე ვისაუბრეთ ტესტურ დავალებებზე
მის როლზე სწავლების პროცესში .ყოფენ ტესტების ორ ჯგუფს: ობიექტურ და სუბიექტურ ტესტს.
ობიექტურ ტესტში მონიშნავს მხოლოდ ერთ პასუხს
,ხოლო სუბიექტურში კი პასუხი უნდა დაწეროს.
გარდა ამისა, აღვნიშნეთ რას ექცევა ყურადღება
ტესტის წერისას.
მესამე სესიაზე შევაფასეთ ტრენინგი გავაკეთეთ
საკუთარი მუშაობის ანალიზი.
ღონისძიების
მნიშვნელობის დასაბუთება
ამ ტრენინგმა სრული წარმოდგენა შემიქმნა იმ
საკითხებზე ,რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის მუშაობის ხარისხის ზრდას. კერძოდ პროექტის გამოყენებასა და მის მნიშვნელობაზე.
გაკვეთილის ეფექტურად დაგეგმვაზე. და ა.შ
ამგვარი სრულყოფილი ტრენინგი მე არ მქონდა მოსმენილი.
მე აქტიურად გამოვიყენებ აქ მიღებულ ცოდნას მუშაობის პროცესში. სკოლაში ჩვენი სა მუშაო
ჯგუფის მიერ დაიგეგმა ტრენინგები შეძენილი ცოდნის კოლეგებთან გაზიარების მიზნით.
მ.კარელიძე
No comments:
Post a Comment